„მოვუაროთ საქართველოს“ - ქართული სულის ზეიმო ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლაში 
01-05-2026

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მომავალ თაობას სამშობლოს ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას ასწავლიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

სწორედ საქართველოს სიყვარულს მიეძღვნა სკოლაში გამართული ღონისძიება, სადაც ქართულმა სულმა იზეიმა. 

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დღეს გვამოგზაურეს ისტორიულ წარსულში. წარსულში, სადაც ერთდროულად შეიძლება დაგეუფლოს, ტკივილი, სევდა, სიხარული და იმავდროულად, სიამაყის განცდა, განცდა იმისა,რომ ქართველი ხარ!

ეს ისტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია რამდენიმე ადამიანის პირად თავგანწირვას მთელი ქვეყნის მომავალი შეცვალოს“,- გვეუბნებიან და დასძენენ, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას, ხშირად, ისმოდა ფრაზა - „მოვუაროთ საქართველოს“. 

ღონისძიება ხაზი გაესვა, რომ საქართველოს „მოვლა“ მხოლოდ წარსულის პატივისცემა არ არის, ეს არის ყოველდღიური ზრუნვა მის მომავალზე და ეს არის ჩვენი, როგორც მოქალაქეების უპირველესი მოვალეობა.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203