ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები
01-05-2026

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. ამ გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებასთან დაკავშირებულ კვირეულს VI კლასის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ. მათ ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - მაია ცერცვაძის დახმარებით, მოამზადეს საინტერესო პრეზენტაცია და შექმნეს დედამიწის მოდელი. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე და იმჯელეს გამოსწორების გზებზე, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზე. 

„დედამიწა ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება“, - აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა, საზოგადოებას მეტი პასუხიემგებლობისკენ მოუწოდეს და შეახსენეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203