გორელოვკის №3 და ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა გუნდებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა 
05-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ახლახან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შორის გაიმართა ამხანაგური საფეხბურთო მატჩი.

ერთმანეთს ნინოწმინდის №4 და გორელოვკის №3 საჯარო სკოლების გუნდები შეეჯიბრნენ. 

როგორც გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, მატჩმა სასიამოვნო და მეგობრული გარემო შექმნა, სადაც ბავშვებმა არა მხოლოდ სპორტული უნარები წარმოაჩინეს, არამედ გუნდური მუშაობისა და ერთმანეთის პატივისცემის მნიშვნელობაც კიდევ ერთხელ გაიაზრეს.

„თამაშის განმავლობაში მონაწილეები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ასპარეზობდნენ, რაც კიდევ უფრო ამაღლებდა შეჯიბრის ხიბლს. გულშემატკივართა მხარდაჭერამ კი განსაკუთრებული ენერგია შესძინა პატარა ფეხბურთელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.

მოსწავლეთა სპორტის მასწავლებლები არიან გიორგი ტეტენაშვილი და ბადრი ჭელიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203