გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა, შესწავლილი მოთხრობის მიხედვით, თოჯინური სპექტაკლი დადგეს 
04-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა საპროგრამო მასალით შესწავლილი მოთხრობა სპექტაკლად აქციეს. 

მოსწავლეებმა თოჯინების თეატრი მოაწყვეს და დადგეს სპექტაკლი სახელწოდებით - „ბებე“.

მოსწავლეება დიდი მონდორმებით, ოსტატურად მორგეს მოთხრობის პერსონაჟთა როლები

პატარა მსახიობებმა თავად მოამზადეს თოჯინები, იმუშავეს ტექსტზეც და სცენაზეც და ძალიან დამაჯერებლად წარდგნენ მასწავლებლის წინაშე. 

წარმოდგენა სავსე იყო ემოციებით, მხიარულებითა და გულწრფელი ბავშვური ენერგიით.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა მეტყველების, შემოქმედებითი აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

„დიდი მადლობა ჩვენს ნიჭიერ, ყოჩაღ მსახიობებს - მოსწავლეებს!“,- აღნინავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203