
გორელოვკის N3 და უჩმანის საჯარო სკოლების წარმომადგენლები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში იმყოფებოდნენ, სადაც მათთვის გაიმართა საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებზე, ასევე გაეცნენ სახალხო დამცველის როლსა და ფუნქციებს. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და უფრო ახლოს გასცნობოდნენ იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც მოქალაქეთა უფლებების დაცვას ემსახურება.
ორგანიზატორების შეფასებით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და აქტიური მოქალაქეობის ჩამოყალიბებას.
მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, კერძოდ ბატონ ანდრანიკს, საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრისთვის.
იხილეთ ფოტოები: