„ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულები და აბსოლუტური ჩემპიონები გამოვლინდნენ
01-05-2026

არაფორმალური განათლების ფლაგმანი საქართველოს ეროვნული მედია-პროექტ „ეტალონის“ და izrune.ge-ს ერთობლივი 2026 წლის გაზაფხულის სეზონის საგნობრივი ოლიმპიადები ქართული ენა და ლიტერატურით დაიწყო. ოლიმპიადა 28 და 29 აპრილს ონლაინ რეჟიმში izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა. 

ცოდნის გამოვლენის ეფექტური შესაძლებლობა, სწორი გადაწყვეტილების შეზღუდულ დროში მიღების უნარის განვითარება, წარმატების მოტივაცია და მიღებული შედეგის გადააზრება - ის ძირითადი პოსტულატებია, რომლითაც „ეტალონის“ ოლიმპიადები ხელმძღვანელობს. 

ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით პატარა თუ დიდი, კერძო თუ საჯარო, ქალაქისა თუ სოფლის სკოლის ასეულობით მოსწავლემ მიიღო. თითოეული მათგანი უკვე წარმატებულია, რადგან ცოდნის მიღების მოტივაციით ადგანან დიდი წარმატებების გზას !

უკვე ცნობილია, მაღალქულიანი ათეულებისა და აბსოლუტური ჩემპიონების ვინაობაც. მათი წარმატების დიპლომები იხილეთ ბმულზე

აღსანიშნავია, რომ გამორჩეული ათეულებისა და აბსოლუტური ჩემპიონების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი ოფიციალური საინფორმაციო წერილები: 

·      განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში

·      სკოლაში

საგნობრივ ოლიმპიადაზე რეგისტრაცია კი გრძელდება შემდეგ საგნებში: 

ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადა (5-6 მაისი)

ინგლისური ენის ოლიმპიადა (19-20 მაისი)

მათემატიკის ოლიმპიადა (2-3 ივნისი)

ოლიმპიადის ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელ

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე

გახსოვდეთ, რომ „ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს.

 

ასევე იხილეთ:

მშობლიური ენის დღესასწაული და დიდი სტარტი: „ეტალონის“ ოლიმპიადა დაიწყო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავალი იწყება - 28 აპრილიდან „ეტალონის“ ოლიმპიადა იღებს სტარტს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს სიახლეებით იწყებს - ესაა პროექტი, რომელიც გულშემატკივრობს მოსწავლეებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203