„საქართველო ჩვენი სახლია“ - ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
01-05-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია,  სასწავლო პროექტი სახელწოდებით - „საქართველო ჩვენი სახლია“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

პროექტს ხელმძღვანელობდა პედაგოგი თინათინ ლარცულიანი

მოსწავლეებმა შეისწავლეს საქართველოს კუთხეები, მათი გეოგრაფიული მდებარეობა, დამახასიათებელი ბუნება და ეთნიკური მრავალფეროვნება. 

შემდეგ კი მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ინდივიდუალური პრეზენტაციები, კედლის გაზეთები, საინფორმაციო სახის ბროშურები და საქართველოს რუკის ფაზლი.

პროექტში მონაწილეობდნენ მე-6, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები, რომელთაც საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203