გორელოვკის N3 და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შორის მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი გაიმართა
01-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, ნინოწმინდის N4 და გორელოვკის N3 საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შორის მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრი გაიმართა. 

მონაწილეებმა დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით წარმოაჩინეს თავიანთი უნარები.

თითოეული თამაში იყო საინტერესო და დაძაბული, რაც კიდევ უფრო ზრდიდა სპორტულ სულისკვეთებას.

მოსწავლეებმა გამოავლინეს:

  • სამართლიანი თამაშის პრინციპები;
  • ურთიერთპატივისცემა;
  • მეგობრული დამოკიდებულება.

როგორც გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი შეჯიბრები ხელს უწყობს სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მეგობრობის გაძლიერებას.

„ვულოცავ სტუმარი სკოლის წარმომადგენლებს საპრიზო ადგილების მოპოვებას! მუდამ წარმატებები ჩვენს პატარა ჩემპიონებს! მადლობა ინიციატივისათვის გიორგი ტეტენაშვილს. მადლობა აქტიურობისათვის, სამართლიანობისათვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისათვის გიორგი მასწავლებელს, ბადრი მასწავლებელს! ( გიორგი ტეტენაშვილი და ბადრი ჭელიძე)“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203