ღების საჯარო სკოლის მე-8 კლასელებმა სისხლის მიმოქცევის სისტემის შესახებ საინფორმაციო პოსტერი შექმნეს
01-05-2026

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგის -  ნინო ხუსკივაძის ხელმძღვანელობით, VIII კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის გაკვეთილზე იმუშავეს საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე, რომლის თემა იყო - „სისხლის მიმოქცევის სისტემა“.

დავალება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის გაღრმავება, ჯგუფურად მუშაობის და კვლევის უნარების გამომუშავება. 

მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში დაამზადეს საინფორმაციო პოსტერი და ისაუბრეს თემის შესახებ.

„მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული კომპლექსური დავალების შესრულებაში“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203