
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლას პროკურატურის წარმომადგენელი ეწვია, რომელმაც მოსწავლეებთან ისაუბრა ისეთ საინტერესო თემებზე როგორიცაა - ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების აღკვეთა და არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია. ნარკოდანაშაულის საფრთხეები: სამართლებრივი შედეგები და ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენა;
„მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებმა არა მხოლოდ იცოდნენ თავიანთი უფლებები, არამედ გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც კანონის წინაშე აკისრიათ“, - აღნიშნა სტუმარმა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც ბავშვებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ კვალიფიციური პასუხები მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე.
პროკურორმა მოსწავლეებს დეტალურად განუმარტა კანონმდებლობა და უპასუხა მათ შეკითხვებს. მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს მოზარდებში ცნობიერების ამაღლებასა და უსაფრთხო, ჯანსაღი გარემოს ფორმირებას.
მოსწავლეებმა პირადად პროკურორისგან მოისმინეს ინფორმაცია იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც კანონდარღვევას ახლავს.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პროკურორ, ბატონ ილია გელბახიანს, საინტერესო და ნაყოფიერი საუბრისთვის.
„ჩვენი მიზანია ინფორმირებული და კანონმორჩილი თაობის აღზრდა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: