სექტემბრიდან მასწავლებლები 1250 ლარიან დანამატს მიიღებენ - ვის ეხება მინისტრის გადაწყვეტილება
30-04-2026

აჭარის ა/რ განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა უმაღლეს საბჭოს გასული წლის ანგარიში წარუდგინა, სადაც ისაუბრა არა მხოლოდ 2025 წლის შედეგებზე, არამედ სამომავლო გეგმებზე, მათ შორის მასწავლებელთა მხარდაჭერის მიმართულებით, თუმცა იქვე დასძინა, რომ მაღალ მთაში პედაგოგების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება.

„ჩვენს პროგრამებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მასწავლებელთა მხარდაჭერას. მათი ჩართულობის გარეშე ხარისხიან განათლებაზე ვერ ვისაუბრებთ... სამწუხაროდ, კვლავ გამოწვევაა მაღალმთიან აჭარაში მასწავლებლების მოზიდვა“.

აჭარის ა/რ განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში, შეირჩევა 30 მასწავლებელი, რომლებიც ხელფასთან ერთად, აჭარის მაღალმთიანეთის სკოლებში დასაქმების პროგრამის ფარგლებში, 1000 ლარიანი დანამატის მაგივრად, 1250 ლარს მიიღებენ:

„წელს გვყავს 19 პედაგოგი, სექტემბრიდან შევარჩევთ 30 მასწავლებელს და ისინი, ნაცვლად 1000 ლარისა, დანამატის სახით მიიღებენ 1250 ლარს, ხელფასთან ერთად“, - აღნიშნა მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203