ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველკლასელებისთვის თვალსაჩინოება შექმნეს
30-04-2026

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, დედაენის კვირეულის ფარგლებში, პირველკლასელთათვის - სასწავლო რესურსი დაამზადეს. 

ბავშვებმა ყველაზე პატარებისთვის ქართული ანბანის თვალსაჩინოება შექმნეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და შემოქმედებითი მიდგომით გააფორმეს თითოეული ასო.

„აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს როგორც ცოდნის გაზიარებას, ასევე თანამშრომლობის უნარების განვითარებას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ენისა და ანბანის განსაკუთრებულ მნიშვნელობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203