Home Sweet Home - თბილისის N28 სკოლის მე-3 კლასელებს, ოჯახის სიწმინდის კვირეულის ფარგლებში, ინგლისურ ენაში ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
05-05-2026

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, თბილისის N28 საჯარო სკოლაში ოჯახის სიწმინდის კვირეული მოეწყო. 

კვირეულის ფარგლებში სკოლის III კლასში, ინგლისური ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „Home Sweet Home“. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ოჯახის მნიშვნელობასა და ღირებულებებზე, გააზიარეს თავიანთი გამოცდილება და ჩაერთნენ საინტერესო აქტივობებში, რამაც ხელი შეუწყო როგორც ინგლისური ენის, ისე ოჯახური ფასეულობების უკეთ გააზრებას.

გაკვეთილი მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, უკეთა გაიაზრეს ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობა. 

სასწავლო პროცესს სკოლის დირექტორი, ინგლისური ენის პედაგოგი ქეთევან დავლიანიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203