თბილისის N28 სკოლის ექიმმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან პირადი ჰიგიენის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა 
04-05-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ჰიგიენის საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან სკოლის ექიმმა შეხვედრა ჩაატარა. 

ექიმმა ისაუბრა პირად ჰიგიენაზე, ექიმმა ბავშვებს მარტივად აუხსნა, რა არის ვირუსები და როგორ ვრცელდება ისინი. ყურადღება გამახვილდა ხელების სწორად დაბანის მნიშვნელობაზე, სისუფთავის დაცვაზე.

ექიმმა მოსწავლეებს ურჩია ჯანსაღი კვება, რეგულარული ჰიგიენა და საჭიროების შემთხვევაში პირბადის გამოყენება, რაც ვირუსების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203