„ხელოვნების სამყაროში“ - ქარიატის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა 
30-04-2026

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, თვითგამოხატვა მხარდაჭერილი, მათი მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

„ხელოვნების სამყაროში“ - ამ სახელწოდებით სულ ახლახან სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ნამუშევრები. თითოეულ ნამუშევარში იკითხება მოსწავლეთა ინდივიდუალური ხედვა და მხატვრული ნიჭი. 

გამოფენა დამთვალიერებლის დიდი ყურადღებით სარგებლობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203