
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ, რაც ბავშვების მოტივაციაზე აისახება.
აღსანიშნავია პროექტ-გაკვეთილი, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა. თიკო თოდუამ მოსწავლეებს გერმანული ენის გაკვეთილი ლამაზ დღესასწაულად უქცია.
პროექტ-გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა მოუსმინეს სააღდგომო მუსიკალურ ნაწარმოებებს.
შეადარეს ერთმანეთს გერმანულ-ქართული სააღდგომო ადათ-წესები, კულინარიული ტრადიციები. შოკოლადისგან დაამზადეს სტაფილო, კურდღელი და კვერცხები.
შემდეგ კი სააღდგომო ნუგბარით თანატოლებს და პედაგოგებს გაუმასპინძლდნენ.
მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს და ამასთან გერმანული ენის ლექსიკური მარაგი გაიმდიდრეს და ამ ქვეყნის კულტურისა და ტრადიცების შესახებ ბევრი ახალი შეიტყვეს.
იხილეთ ფოტოები: