
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ და მოსწავლეებს ბუნებრივი რესურსების დაზოგვასა და გარემოს დაცვას ასწავლიან.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის მსოფლიო დღე აღინიშნა. გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას მე-10 კლასის მოსწავლეები საინტერესო ღონისძიებით შეუერთდნენ
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნაირა ბერულავა, კლასის დამრიგებელი კი მაშა თოფურია გახლავთ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო:
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეო სახელწოდებით - „დავიცვათ ჩვენი დედამიწა!“ ასევე, თემები გარემოს დაცვის, ჰაერისა და წყლის მნიშვნელობის შესახებ.
დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს ყველაზე ლამაზი და ყველაზე დაბინძურებული ადგილები, იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა მცირე ნაბიჯებით მივაღწიოთ დიდ ცვლილებებს.
მე-10 კლასის მოსწავლე გოგა ბაღათურიამ წარმოადგინა ნახატი - „მარტოსული მგელი გაჩეხილ ტყეში“ .
ღონისძიება დასრულდა თამარ გვერდწითელის მუსიკალური კომპოზიციით - „ჰიმნი ბუნებას“.
„ეს არ იყო მხოლოდ ინფორმაციის გაზიარება, ეს იყო მოწოდება მოქმედებისკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.