
სენაკის მუნიციპალიტეტის, უშაფათის საჯარო სკოლა აგრძელებს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას, რისი დასტურიცაა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გამართული იდეების ფორუმი - „გაკვეთილი, რომელიც შთაგვაგონებს“.
ფორუმზე უშაფათის სკოლა მათემატიკის მასწავლებელმა ილონა მარღიამ და მოსწავლემ - გიგი კორშიამ წარადგინეს. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტი - „ჩვენი სკოლის მაკეტი“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. რატომ? ამ კითხვას მარტივი პასუხი აქვს - პრაქტიკული გამოყენება.
მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს:
მათემატიკური თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკულ საქმიანობაში;
სივრცითი აზროვნებისა და ტრანსფერის უნარების განვითარება;
გუნდური მუშაობისა და მათემატიკის რეალურ ცხოვრებასთან კავშირის მკაფიოდ დანახვა.
ამ ინიციატივამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია. პროექტი „ჩვენი სკოლის მაკეტი“ საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება რთული მეცნიერება, როგორიც მათემატიკაა, მოსწავლისთვის საინტერესო, შთამაგონებელ და გამოყენებად საქმიანობად იქცეს.