
ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში პედაგოგთა მიერ ორგანიზებული საინტერესო აქტივობების ინიციატივით მოსწავლეები მრავალმხრივ ანვითარებენ თავიანთ უნარებს. ამჯერად თავი გამოიჩინა VII კლასის მოსწავლე ნია პავლიაშვილმა, რომელმაც უცხოური ენის ცოდნა და კულინარიული უნარები ერთი პროექტის ფარგლებში წარმოაჩინა.
პროექტის „Готовим своими руками “ფარგლებში, ქუთაისის №4 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე ნია პავლიაშვილმა შეფ-მზარეულის როლი მოირგო, დამოუკიდებლად მოამზადა ბელგიური ვაფლი და მომზადების პროცესი რუსულად აღწერა. მან პრაქტიკაში გამოიყენა ენობრივი უნარები, კულინარიული ცოდნა და კრეატიული მიდგომა.
ნია პავლიაშვილის ნამუშევარი ნათლად წარმოაჩენს, რამდენად ეფექტურად შეიძლება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და ინტეგრირებული სწავლების მნიშვნელობა. მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში ავითარებს დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობის გრძნობასა და თვითგამოხატვის უნარს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მან აუდიტორიის წინაშე თავდაჯერებულად წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი, რაც მეტყველებს მისი კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარებაზე. ასეთი გამოცდილება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს, მომავალშიც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და ინტერესები სხვადასხვა მიმართულებით.
სკოლის რუსული ენის პედაგოგია მაკა კახიძე, რომლის პროფესიონალიზმმა და მიზანმიმართულმა ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღნიშნული პროექტის წარმატებაში. ის ყოველთვის ქმნის შემოქმედებით და მხარდამჭერ გარემოს, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარები განივითარონ. სწორედ ასეთი პედაგოგის მხარდაჭერა აძლევს მოსწავლეებს მოტივაციას, თამამად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიაღწიონ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები: