ხალიფაურის საჯარო სკოლის მოსწავლის - ლიზი გაფრინდაშვილის წარმატება საგნობრივ ოლიმპიადაში 
30-04-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

აღსანიშნავია, ლიზი გაფრინდაშვილის წარმატება, რომელმაც „კინგსის“ ლიგაში წარმატებით იასპარეზა და ღირსეულად მოიპოვა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ლიზიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და მონდომება ყოველთვის გვაძლევს სასურველ შედეგს. მისი ეს მიღწევა ჩვენი სკოლისთვის საამაყოა.

ვულოცავთ ლიზის ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203