სპემასწავლებლების შესარჩევად რეგისტრაცია გამოცხადდა - დეტალური ინფორმაცია ცნობილია
30-04-2026
მასწავლებლის სახლმა პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ მეორე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა.
 
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/pHMtA5TP5BaDaNnU9
 
სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა ქალაქებისა: თბილისი და რუსთავი) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა მიღებული არ აქვს.
 
მსურველთა რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
 
კანდიდატების შერჩევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განაცხადების შეფასების საფუძველზე განხორციელდება.
 
ტური 17 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით თბილისში გაიმართება.
 
მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინკლუზიური განათლების ეფექტურ მოდელებს, გააანალიზონ პრაქტიკული მიდგომები და მიღებული გამოცდილება თავიანთ სამუშაო გარემოში დანერგონ.
 
პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მის მიზანს რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
 
პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://www.tpdc.ge/geo/news/1016
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203