„მოვუფრთხილდეთ დედამიწას, ბუნებას, არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ ყოველდღე!“ - მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება
01-05-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდნენ. 

22 აპრილს სკოლაში აღინიშნა დედამიწის დღე, რომელიც ეძღვნება გარემოს დაცვასა და ბუნების შენარჩუნების მნიშვნელობის ხაზგასმას. 

სკოლის მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით შეუერთდნენ კამპანიას და საკუთარი დამოკიდებულება, სიყვარული და ემოცია საინტერესო ნაშრომებში გამოხატეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ამ დღის მიზანია:

  • გარემოს დაცვაზე ცნობიერების ამაღლება;
  • ადამიანების გაერთიანება;
  • ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა.

მოსწავლეებმა საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს და შეახსენეს, რომ თითოეულჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 

„ყოველი ადამიანის ვალდებულებაა:

მოვუფრთხილდეთ დედამიწას, ბუნებას, არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ ყოველდღე!

დედამიწა ჩვენი სახლია!“,- აღნიშნავენ ახალგაზრდა ეკოდამცველები. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203