კოთელიის საჯარო სკოლის მე-7 კლასში პიესა „ციფრული თავადობა ანუ სქროლვაა- ადამიანი?!“ დაიდგა და ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
30-04-2026

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის მე-7 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული, ღია გაკვეთილი თემაზე: „კაცია ადამიანი?!“.

 საგაკვეთილო პროცესმა რამდენიმე საინტერესო ეტაპი მოიცვა: გაკვეთილი დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნინო ბერიძის მიერ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი პრეზენტაციით. შემდეგ სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ვალიდა ბერუაშვილმა, მოსწავლეებთან ერთად, განიხილა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საკითხები და ე.წ. „თათქარიძეობის სენის“ უარყოფითი გავლენა საზოგადოებაზე. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის, ნანა წიკლაურის მიერ წარდგენილი ლუარსაბისა და დარეჯანის სახეები, სხვადასხვა მხატვრის ინტერპრეტაციით.

მოსწავლეებს გააცნეს ის მხატვრული ხერხები, რომელთა დახმარებით ავტორებმა პერსონაჟთა შინაგანი სიცარიელე და მანკიერი მხარეები გადმოსცეს.

გაკვეთილის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი კი მე-7 კლასის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პიესა იყო: მათ მოთხრობის გათანამედროვებული ვერსია- „ციფრული თავადობა ანუ სქროლვაა- ადამიანი?!“ დადგეს.

მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი, წარმოედგინათ, თუ როგორ გარდაიქმნა მე-19 საუკუნის „თათქარიძეობა“ თანამედროვე ეპოქის ციფრულ დამოკიდებულებად. უმოქმედობის კიდევ ერთ მაგალითად და ვირტუალურ სამყაროში „სქროლვაში“ დაკარგულ ცხოვრებად.

მოცემული გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარა კლასიკური ლიტერატურის გააზრებაში, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, ასევე კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203