ლუხვანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს
30-04-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან და მომავალ თაობას ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედაენის დღე. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეები არაერთ საგანმანათლებლო-შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ და ნამდვილი საოცრებები შექმნეს - საკუთარი ხელით გააფორმეს „ანბანის წიგნი“ და დაამზადეს ჯადოსნური „ანბანის რუკა“.

„ვამაყობ, ჩემი მოსწავლეებით, რომლებიც ასეთი სიყვარულით ეუფლებიან ქართულ ანბანსა და მშობლიურ ენას. „ენა დედაა ყველა იმედის...“ - აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და პატარებთან ერთად ეროვნულ დღესასწაულებს ყოველთვის საინტრესოდ აღნიშნავს. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203