
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი წარმატებით დაასრულეს.
სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
პატარებისთვის განსაკუთრებულად საამაყოა, რომ ანბანის სწავლა წარმატებით დაასრულეს და წერა-კითხვა შეუძლიათ.
პირველკლასელებმა ეს სიხარული მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს გაუზიარეს.
„სიყვარული იწყება სიტყვით- სიტყვა კი დედაენაში იბადება“,- სწორედ ეს სიტყვები გასდევდა 1-ელიბ კლასის მოსწავლეთა ღონისძიებას ლაიტმოტივად.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა 1-ელიბ კლასის დამრიგებელი მაია დავითაშვილი, ზეიმი მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა თინა ღლონტმა.
ღონისძიების ხელმძვვანელი მადლობას უხდის სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ვიდეო ბმულზე