
ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
2 აპრილს, საბავშვო წიგნის დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მე-4 კლასის მოსწავლეები, მასწავლებელ ნონა ბერიძესთან ერთად, ცაგერის ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა წასაკითხად ადგილზე შეარჩიეს საყვარელი მწერლის რევაზ ინანიშვილის მოთხრობა - „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები“, შემდეგ კი იმსჯელეს მწერლის მთავარ სათქმელზე, უპასუხეს კითხვებს.
დასასრულს მე-4 კლასელებს ბიბლიოთეკისაგან სამახსოვროდ გადაეცათ იაკობ გოგებაშვილის რჩეული მოთხრობები.
მოსწავლეები ბიბლიოთეკიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: