ფიზიკის, მუსიკისა და ბიოლოგიის ინტეგრირებით ჩატარებული შთამბეჭდავი გაკვეთილი იფარის საჯარო სკოლაში
01-05-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, 8 აპრილს, ფიზიკის მასწავლებლის - მარინე ტაკაშვილის ინიციატივით, სკოლაში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი, რომლის თემა თემა იყო ერთობ საინტერესო და ორიგინალური. „იმდენად, რომ დამსწრეთაგანს არავის აღარ გვსურდა, ამოწურულიყო და გაკვეთილი დასასრულისკენ წასულიყო“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ბგერა, რომლის წარმოქმნაზე საუბრობდა ფიზიკის მასწავლებელი ფიზიკის კანონების მიხედვით, განავრცო მუსიკის მასწავლებელმა, თეა მერლანმა და წარმოადგინა მისი მუსიკად გარდაქმნის გზები თუ თავისებურებანი, ხოლო ბიოლოგიის მასწავლებელმა, ლაშა ხორგუანმა ისაუბრა უკვე იმ ბიოლოგიურ მახასიათებელზე, რაც ადამიანის სმენის ორგანოს, ყურს საშუალებას აძლევს, გაიგონოს, მოისმინოს და აღიქვას ეს ბგერა ისე, როგორც ის სინამდვილეში ჟღერს და წარმოითქმის. 

გაკვეთილი მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა საკითხი სიღმისეულად გაიაზრეს, ინტერდისციპლინური მიდგომა მათთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ მცირე ვიდეო ჩანართები  აღნიშნული გაკვეთილიდან:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203