ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა „პატარა უფლისწული“ განიხილეს
30-04-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბ „წიგნიერი“, რომლის წევრებიც სხვადასხვა მხატვრულ ლიტერატურას ეცნობიან, იმდიდრებენ ცოდნას, მსჯელობენ, განიხილავენ და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ. 

ამჟამად, წიგნის მოყვარულები ფიქრობენ და მსჯელობენ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ შესახებ.

საინტერესო იყო: ანდრია ხაბულიანის, ნინო, ქოჩიაშვილის, მარი საღინაძის, მარიამ და ანა გოგიძეების, ელენე ლეთოდიანის, ელენე თაგვაძის, ლუკა ქომეთიანისა და ვალერი ბენდელიანის მსჯელობა.

„მათ ერთხელ კიდევ შეგვახსენეს, უფროსებს არ უყვართ ფიქრი, რადგან ამის დრო არ აქვთ და რომ ადამიანი უნდა შევაფასოთ ხედვითა და შინაგანი სამყაროს სიღრმით!“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203