„წინაპართა ნაკვალევზე“-ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის პროექტი
11-07-2018
ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის „ნორჩ ჟურნალისტთა“ კლუბმა მონაწილეობა ხელმძღვანელ ნონა ბერიას პროექტში მიიღო, რომლის სახელწოდებაც გახლდათ-„წინაპართა ნაკვალევზე“.
აღნიშნული ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლას ითვალისწინებდა.
პროექტის ფარგლებში ექსკურსია სოფელ ლიხაურში მოეწყო. მონაწილეებმა გიდისგან საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
ასევე, მოსწავლეებმა ლიხაურის მოსახლეობასთან ინტერვიუები აიღეს. თემა გახლდათ-„რა იციან მათი დიდი წინაპრის შესახებ“.
აღსანიშნავია, რომ ლიხაურში დაკრძალულია სკოლის ყოფილი დირექტორი და რუსული ენისა და ლიტერატურის დამსახურებული მასწავლებელი დარეჯან ქავჟარაძე, რომელმაც სოფელში და მოსწავლეებში დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.
ექსკურსიის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ღვაწლმოსილი სკოლის დიდი მოამაგე პედაგოგის ხსოვნას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია