
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში ქართულმა სულმა იზეიმა.
28 აპრილს სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ჰქონდა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ხასიათი.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და დამწერლობის უნიკალურობაზე.
შთამბეჭდავი იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც - ბავშვებმა შეასრულეს სხვადასხვა ფოლკლორული სიმღერა, წარმოადგინეს ლექსები, წარმოადგინეს რაჭული ცეკვა.
აღსანიშნავია, რომ აუდიტორიის გალამაზებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს და ლამაზი, საზეიმო განწყობა შექმნეს.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე: