სასკოლო ფორმის შეკერვა განათლების სამინისტროს 45 მილიონ ლარამდე დაუჯდება - დეტალები
29-04-2026
განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი კომპანია შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ სასკოლო ფორმის შესაკერად 45 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის მისაღებად თანხმობას ითხოვს, აღნიშნულის მიზეზად კი შეზღუდულ ვადებს ასახელებს.
 
როგორც  შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შედის 2026–2027 სასწავლო წლიდან, რაც ნიშნავს, რომ სასკოლო ფორმების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო წლის დაწყებამდე მიმიმუმ ერთი თვით ადრე. პროცესი მოითხოვს დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განსაზღვრულ ვადებში შეიძინონ ფორმები. შესაბამისად, ღონისძიება უნდა განხორციელდეს შეზღუდულ ვადაში.
 
ამასთან, შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმების შესყიდვისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაზე დავალება მიიღო 2026 წლის 01 აპრილს. შესაბამისად, შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი;
 
რაც შეეხება სასკოოლო ფორმების რაოდენობასა და თანახს დოკუმენტში ვკითხულობთ: „ 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესაკერი ერთეულების რაოდენობა ჯამში შეადგენს 1 801 000 ცალს; სავარაუდო ღირებულების დასადგენად, 2026 წლის 03 აპრილს გამოცხადდა ბაზრის კვლევა (MRS260020112), რომლის შედეგების გათვალისწინებით, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 44 900 000 ლარით“.
 
აღსანიშნავია, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მიწოდების ვადა განსაზღვრულია ორ ეტაპად: პირველი, ეტაპი საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდება არაუგვიანეს 31 ივლისისა, მეორე, ეტაპი საქონლის დარჩენილი რაოდენობა არაუგვიანეს 20 აგვისტოს ჩათვლით.
 
დოკუმენტაციაში არ არის მითითებული ვისთან აპირებს უწყება გამარტივებული წესით ხელშეკრულების დადებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203