
„იაკობ გოგებაშვილის უკვდავი მოთხრობები ის საძირკველია, რომელზეც ჩვენი ღირებულებები შენდება“,- აღნიშნავენ ნინოწმინდის N4 სკოლაში, სადაც დიდი ქართველის შემოქმედებას საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული ფორმით გაეცოცხლებინათ საყვარელი პერსონაჟები.
მოსწავლეებმა თავად მოირგეს პერსონაჟების როლები, მოგვიანებით კი, ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით, ეს სახეები ჯადოსნურ ვიზუალურ ნამუშევრებად იქცა.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ტრადიციების პატივისცემა და მათი შენარჩუნება, თუმცა გვჯერა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები საუკეთესო ინსტრუმენტია იმისათვის, რომ კლასიკა ბავშვებისთვის კიდევ უფრო ახლობელი და საინტერესო გახდეს“,- აღნიშნავენ სკლაში და გვიზიარებენ ფოტოებს - თუ როგორ გამოიყურებიან გოგებაშვილის გმირები XXI საუკუნეში.
იხილეთ ფოტოები: