თბილისის N37 საჯარო სკოლის მე-5 კლასელები ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს სტუმრობდნენ
04-05-2026

თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი, გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში წარმოდგენილი უნიკალური ექსპონატები, რომლებიც ასახავს იმ გზას რომელიც ქართულმა პარლამენტარიზმმა გაიარა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე.

მოსწავლეებმა უამრავი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს, რაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.

„მადლობას ვუხდი პარლამენტის თითოეულ თანამშრომლებს, რომლებმაც დიდი სიყვარულით გვიმასპინძლეს და გაუზიარეს მოსწავლეებს ის ინფორმაცია რაც დაცულია ამ უნიკალურ მუზეუმში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203