ქართული სიტყვის ზეიმი თბილისის N37 საჯარო სკოლაში
30-04-2026

თბილისის N37 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. 

საზეიმო ღონისძიება 27 აპრილს გაიმართა და ატარებდა ღრმა საგანმანათლებლო შინაარსს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარები გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უნიკალურ სამყაროს და გააცოცხლეს თითოეული ასობგერა. თითოეულმა ასომ ახალი სიცოცხლე შეიძინა ბავშვების მიერ წარმოდგენილი ნიმუშებით, საინტერესო ანდაზებითა და მხიარული ენისგასატეხებით.

სკოლის სივრცე სავსე იყო ქართული სიტყვის სიყვარულით, შემოქმედებითობითა და სითბოთი. ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედაენა - იგი ხომ ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

„დღეს არა მხოლოდ ვზეიმობდით ქართულ ანბანს, არამედ ვზრდიდით მისადმი სიყვარულსა და პატივისცემას პატარა გულებში გავაცილეთ ანბანი, მაგრამ მუდამ გულში დარჩა თითოეული ასობგერა და მასზე დასწავლილი ქართული სიტყვა, სული და გული

მადლობა ჩემს საყვარელ I -III კლასის მოსწავლეებს აქტიურობისა და ქართული ენის სიყვარულისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203