
თბილისის N37 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა დღე, რომელმაც მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის დაცვა და მოვლა.
სკოლაში არაერთი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა მოეწყო.
მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ დედამიწა გვაძლევს ყველაფერს: ჰაერს, წყალს, სიცოცხლეს და ჩვენი თითოეული მცირე ქმედებაც კი დიდი ცვლილების დასაწყისია.
საზოგადოებას კი მოუწოდეს:
დავზოგოთ წყალი!
დავიცვათ სისუფთავე!
მოვუფრთხილდეთ ბუნებას!
დავრგოთ მეტი ხე!
ერთად შეგვიძლია შევქმნათ სუფთა, მწვანე და ჯანმრთელი გარემო ჩვენი მომავალი თაობებისთვის!
„ეს დღე განსაკუთრებით დაამახსოვრდებათ ბავშვებს, რადგან ბევრი აღმოჩენები გააკეთეს ცისფერი ბურთის (პლანეტის) გარშემო. უყურეს მეტად საჭირო და საინტერესო ინფორმაციებს დედამიწის შესახებ, მოხატეს სკოლის ეზო, გააფერადეს დედამიწის მოდელი“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ -„ ეს იყო დღე რომელსაც სიგრძეზე მეტი სიღრმე ჰქონდა“.
იხილეთ ფოტოები: