კარწახის საჯარო სკოლის დირექტორმა სოციალური პროექტი განახორციელა
11-07-2018
კარწახის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელმა, რომელიც ამავე დროს აღნიშნული სკოლის დირექტორია, სოციალური პროექტი სახელწოდებით-„ვიცნობდეთ ჩვენი სოფლის საამაყო ადამიანს“ განახორციელა.
ის ითვალისწინებდა კარწახის მკვიდრი აშუღ ჯივანის გაცნობას, რომლის სახელიც სკოლას ჰქვია.
პროექტზე მოსწავლეებმა და მათმა ხელმძღვანელმა საინტერესოდ და დიდი პასუხისმგებლობით იმუშავეს. გამოკითხვაში, რომელიც პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, თემის წარმომადგენლები, უფროსი ასაკის ადამიანები ჩართეს.
პროექტის დაგვირგვინება ჯივანის სახელობის მუზეუმში მოწყობილი ლიტერატურული ღონისძიება გახლდათ. აღნიშნულმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. შედეგად მოსწავლეებს მათივე სოფლის მკვიდრის და პატივსაცემი პიროვნების შესახებ კონკრეტული წარმოდგენა ჩამოუყალიბდათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია