იანეულის საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა ექსპერიმენტებითა და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ფიზიკის გაკვეთილი
01-05-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. 

აღსანიშნავია, VII კლასში ჩატარებული ფიზიკის გაკვეთილი, რომლის თემა იყო - ზიარჭურჭელი.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ეთერ ქარქუზაშვილი ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილი საინტერესო ექსპერიმენტებით, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო რესურსები და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავზა. 

მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203