იანეულის საჯარო სკოლაში წიგნის ჩუქების დღე მოეწყო
30-04-2026

წიგნი, რომ ჩვენი საუკეთესო მეგობარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათ მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

23 აპრილს, სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ გლობალურ ღონისძიებას მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ, ტრადიცია გააგრძელეს და წიგნის ჩუქების დღე მოაწყვეს. 

III- IV კლასის მოსწავლეებმა ერთმანეთს სამახსოვროდ გადასცეს წიგნები. 

III კლასის დამრიგებელი ნათია მეფარიშვილი გახლავთ, IV კლასს კი პედაგოგი ანა მეფარიშვილი ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203