თანამედროვე სასკოლო სივრცეში სწავლა-სწავლება დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სახელმძღვანელოების ჩარჩოებს და საინტერესო, შემოქმედებით პროცესად იქცა. ამის ნათელი მაგალითია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლაში ჩატარებული შემეცნებითი და სახალისო აქტივობა რუსულ ენაში - „კითხვების მარათონი“, რომლის ორგანიზატორიც პედაგოგი ნათია ხუცურაული გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ მარათონის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ ენობრივი კომპეტენციის შემოწმება; ეს იყო ნამდვილი ინტელექტუალური გამოწვევა, რომელმაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, წარმოეჩინათ არა მხოლოდ უცხოური ენის ცოდნის ხარისხი, არამედ ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის საუკეთესო უნარები.
მარათონის მიმდინარეობისას თითოეული წამი იყო ფიქრი, თითოეული პასუხი - გაბედულება და თითოეული ღიმილი - წარმატების პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორია. მოსწავლეებმა საკუთარი მონდომებით დაამტკიცეს, რომ გონებასაც შეუძლია „მარათონის“ მოგება, როდესაც არსებობს მოტივაცია და მასწავლებლის მხარდაჭერა.
მსგავსი აქტივობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იანეულის საჯარო სკოლისა და პედაგოგ ნათია ხუცურაულის ძალისხმევას, შექმნან გარემო, სადაც სწავლა ბედნიერებაა, ხოლო მოსწავლე - მთავარი აღმოჩენების ავტორი. „მადლობა ჩვენს საოცარ მოსწავლეებს იმ ემოციისა და ინტელექტუალური ჟინისთვის, რომლითაც მათ ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად აქციეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.