წერილი დედამიწას - მუხურის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დრე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
29-04-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე 22 აპრილს განსაკუთრებული აქტივობებით აღინიშნა. სკოლის I კლასში, დამრიგებლის, ნანა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებით პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად შექმნეს კედლის გაზეთი, სადაც საკუთარი თვალით დანახული ბუნება და გარემოსადმი დამოკიდებულება წარმოაჩინეს. მათ ასევე დაწერეს წერილი დედამიწისთვის, სადაც გულწრფელად გაუზიარეს თავიანთი განცდები, სურვილები და მზრუნველობა ჩვენი პლანეტის მიმართ.

მასწავლებელმა პატარებს სპეციალურად მოამზადა პრეზენტაცია თემაზე „ბუნების ხმა“, რომელმაც ბავშვები კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების მოსმენა და მისი დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ეს დღე პატარა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ ემოციური გამოცდილებაც აღმოჩნდა, რომელმაც კიდევ უფრო გაამყარა მათი დამოკიდებულება გარემოსადმი და პასუხისმგებლობა დედამიწის წინაშე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203