
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით აღინიშნა.
ჩატარდა განსაკუთრებული და პატროტული სულისკვეთებით განმსჭვალილი პრეზენტაცია თემაზე - „დედაენის დღე“, რომელსაც უძღვებოდა დარეჯან ლაკვეხელიანი.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა დიდი ინტერესით უყურეს თემატურ ანიმაციას, რომელმაც ისინი კიდევ უფრო დააახლოვა ქართული ენის სილამაზესა და მნიშვნელობასთან. პრეზენტაციის დასასრულს კი პატარებმა სიხარულით და ემოციით წარმოთქვეს ლექსები, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული დედაენის მიმართ.
„ეს დღე იყო სავსე სითბოთი, სიამაყითა და ქართული სიტყვის პატივისცემით. ასეთი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ბავშვებში იწყება ენის სიყვარული და მისი გაფრთხილება.
ეს დღე გვახსენებს, რამდენად ძვირფასი და სათუთია ჩვენი ქართული ენა. ენა არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ისტორია, ჩვენი ფესვები და სული. ის გვაერთიანებს, გვაძლევს ძალას და გვინახავს როგორც ერი.ვულოცავ ყველას დედაენის დღეს!
მოვუფრთხილდეთ ჩვენს ენას, ვილაპარაკოთ სიყვარულით და გადავცეთ მომავალ თაობებს ისეთი სუფთა და ლამაზი, როგორიც ჩვენამდე მოვიდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან.
იხილეთ ვიდეომასალა: