მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა დებიუტი დიდი სცენაზე და თეატრალურ ფესტივალზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის უკვდავი გმირები
29-04-2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ  II ნამიკოლაოს საჯარო სკოლის  მე-9 კლასის მოსწავლეები მარტვილის მუნიციპალიტეტში გამართულ სასკოლო თეატრალურ ფესტივალს - „თეატრალური მარტვილი 2026“ აქტიურად შეუერთდნენ. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა თეატრალურ ფესტივალზე წარადდგინეს ეპიზოდები ნოდარ დუმბაძის - „მე ბებია ილიკო და ილარიონიდან“ 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მე-9 კლასელთა დებიუტი დიდ სცენაზე წარმატებით შედგა. მათ შეძლეს გააცოცხლებინათ ნ. დუმბაძის უკვდავი პერსონაჟები. მოსწავლეებმა ბავშვური გულუბრყვილობით გადმოსცეს ის ხალასი იუმორი, სითბო და სიყვარული, რითაც გამოირჩევიან ნ.დუმბაძის გმირები.

„II ნამიკოლაოს საჯარო სკოლა მადლობას უხდის თეატრალური ფესტივალის - „თეატრალური მარტვილი 2026"-ს ორგანიზატორებს! ჟიურის, სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს! წარმატებები ყოფილიყოს ჩვენი სკოლის თანამდევი!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203