
ბჟალავამ და ციცინო პირტახიამ დედამიწის დღესთან დაკავშირებით, განახორციელეს მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი პროექტი.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო, იზრუნეს გარემოს სისჯანსაღეზე და საკუთარი წვლილი შეიტანეს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ასევე ჩატარდა ინტელექტუალური თამაში გარემოსდაცვით თემებზე, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა მოსწავლეთა ცოდნა და ცნობიერება ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. თამაში იყო საინტერესო, სახალისო და ამავდროულად ძალიან შემეცნებითი.
მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ყველა აქტივობაში და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ პატარა ნაბიჯებიც კი დიდ ცვლილებებს ქმნის.
„ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია – მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. გაუფრთხილდეთ გარემოს -- ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა! მადლობა მასწავლებელს და მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეეთა გარემოსდავცითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.