ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოწავლე, კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის, მედლითა და სიგელით დაჯილდოვდა
29-04-2026

არსებობს მომენტები, რომლებიც მთელ სასკოლო საზოგადოებას განსაკუთრებული სიამაყით აღავსებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა ძალა აქვს მონდომებასა და ხარისხიან განათლებას.

სწორედ ასეთი სასიხარულო სიახლის ცენტრში მოექცა ახალქალაქის N1 საჯარო სკოლა, რომლის მესამე კლასის მოსწავლემ, დავით მარაბიანმა, საგნობრივი კონკურსის ლიგაში გამარჯვება მოიპოვა ინგლისურ ენაში და აღსანიშნავია, რომ ეს წარმატება მოსწავლე-მასწავლებლები დიდი შრომის შედეგია.

დავითი, რომელიც თავისი ნიჭიერებითა და ენებისადმი სიყვარულით გამოირჩევა, ღირსეულად დაჯილდოვდა მედლითა და სიგელით.

მსგავსი გამარჯვებები კი საუკეთესო მოტივაციაა სხვა მოსწავლეებისთვისაც. ახალქალაქის N1 საჯარო სკოლა ულოცავს დავით მარაბიანს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და მადლობას უხდის მას იმ სიხარულისთვის, რომელიც მშობლიურ სკოლასა და მასწავლებლებს მიანიჭა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203