
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას მე-7 კლასის მოსწავლეები საინტერესო ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა პროგრამა - Canva-ს დახმარებით, დაამზადეს თემატური პოსტერები და პედაგოგის დახმარებით, აიმაღლეს ცნობიერება იმ საფრთხეების შესახებ, რაც გარემოს დაბინძურებას შეიძლება მოჰყვეს.
მე-7 კლასელებმა ასევე ისაუბრეს ეკოლოგიური პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებზე და იმსჯელეს გადაჭრის გზებზე. გაიმდიდრეს ლექსიკა ინგლისურ ენაში.
ბავშვებმა ასევე იმუშავეს ქვიზზე, რომელიც სპეციალურად გარემოსდაცვით საკითხებზე Kahoot-ში მომზადდა. მოსწავლეებმა გამოავლინეს სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
იხილეთ ფოტო: