„სიტყვიდან წიგნამდე“ - ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პირველკლასელთა შემოქმედებითი სასწავლო პროექტი
05-06-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის I კლასში (დამრიგებელი ანჟელა კვინიკაძე) განხორციელდა შემოქმედებითი სასწავლო პროექტი - „სიტყვიდან წიგნამდე“, რომელიც კითხვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ არაერთ აქტივობაში, მიწვეულმა სტუმრებმა კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ნორჩ მკითხველებზე, მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიით შექმნეს პატარა მოთხრობა, იმუშავეს ილუსტრაციებზე და ერთობლივად შექმნეს საბავშვო წიგნი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კითხვის სიყვარულის გაღვივებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მეგობრობის თემის გააზრებას.

პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც, რაც პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდიდა. დასკვნით ეტაპზე გაიმართა პრეზენტაცია.

„აღნიშნულმა აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწავლის პროცესში შემოქმედებითი მიდგომა მოსწავლეთა მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203