ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში წიგნის ჩუქების დღე მოეწყო
01-05-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

23 აპრილს სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სკოლაში წიგნის ჩუქების დღე მოეწყო. 

წიგნი ხომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარია! - აღნიშნავენ მასწავლებლები. 

პედაგოგებმა წიგნები გაცვალეს და ერთმანეთს დღესასწაული მიულოცეს. 

23 აპრილს მსოფლიო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 1923 წელს კატალონიელი წიგნის გამყიდველების მიერ მიგელ დე სერვანტესისა და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს მოწყობილი წიგნების ფესტივალი ტრადიციად 1995 წელს იქცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203