
დედამიწა რომ ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
ინგლისური ენის მასწავლებლის - ნინო ილურიძის დახმარებით მოსწავლეებმა დაამზადეს დედამიწის მაკეტი და მონაწილეობა მიიღეს ინგლისურენოვანი ვიდეორგოლის შექმნაში.
მოსწავლეებმა აქტივობები ხალისითა და დიდი ინტერესით შეასრულეს, გაიმდიდრეს ინგლისური ენის ლექსიკური მარადგი და ამასთანავე, ნათლად გაიაზრეს, თითოეული ჩვენგანის როლი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
იხილეთ ფოტოები: