ჩანტლისყურის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მე-6 კლასელებისთვის ჩარლი ჩაპლინის შესახებ საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია გამართეს
29-04-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. ინგლისური ენის მასწავლებელი მოსწავლეებს სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდს სთავაზობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის - ნინო ილურიძის ხელმძღვანელობით, მოამზადეს ინგლისურენოვანი პრეზენტაცია ჩარლი ჩაპლინის შესახებ და წარუდგინეს მე-6 კლასელებს.

ასევე, მათ შექმნეს კედლის გაზეთი და შეასრულეს სიმღერა- „smile“. 

აქტივობები მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა, როგორც მე-8 კლასელებისთვის, ისე მე-6 კლასელებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203