
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მათ ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედაენის დღე. სკოლაში სახელმწიფო ენის კვირეული გაიმართა, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ატივობა გააერთიანა.
სახელმწიფო ენის დღე ღონისძიებებით აღნიშნეს VIIIა კლასში - გაიმართა საზეიმო კლასის საათი თემაზე - „ენა, ერის ღირსებისა და ეროვნულობის საზომი“.
განხორციელდა რამდენიმე თემატური აქტივობა: ჩანახატის შექმნა, ინტერვიუ, კითხვა-პასუხი, დიალოგი, გამომეტყველებითი კითხვა და სხვა.
„თუ ღმერთმა რამით დააჯილდოვა ჩვენი ქვეყანა, ეს უძველესი, უმდიდრესი და ულამაზესი ქართული ენაა! მაშ ვეჭირისუფლოთ მშობლიურ ენას! დავიცვათ ის მხოლოდ კანონის ძალით კი არა, გულის კარნახით!!!“,- აღნიშნავენ მოსწავლეები.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: